ისრაელის ქართულენოვანი საინფორმაციო პორტალი
მოგესალმებით
შესვლა | რეგისტრაცია
19.04.2014
3.732 ₪
5.078 ₪
5.946 ₪
      Radio NewsGe
      ჭორიკანა forum
      ანეკდოტები
      თამაშები
      ვიდეო video
      სურათები photo
      ჰოროსკოპი
      გემრიელი გვერდი
NewsGe.co.i

ანეკდოტები

ორი მეგობარი საუბრობს:
- დაუშვათ იცი რომ ხვალ სამყაროს აღსასრულის დღეა და ჩვენ ყველა მოვკვდებით, რას იზამდი, რის გაკეთებას მოასწრებდი?
- რას ვიზამდი და ვიხმარდი ყველას და ყველაფერს რაც მოძრაობს...და შენ რას იზამდი?
- ...შევეცდებოდი არ მემოძრავა.
 
 
                                                                    * * * * *
  ძველ ციხე-სიმაგრეში დარბის კაცი, შეხვდა მოჩვენება:
- მე აქ უკვე 300 წელია რაც ვცხოვრობ
- ძალიან კარგი...იქნებ შენ მაინც იცოდე ტუალეტი სად არის?
 
 
                                                                    * * * * *
- ეს ტრავმა ალბათ ავტოკატასტროფაში მიიღეთ.
- დიახ
- ალბათ ძალიან სწრაფად მოძრაობთ მანქანით
- არა, ძალიან ნელა დავდივარ ფეხით.
 
 
                                                                    * * * * *
ქმარი მთვრალი ბრუნდება სახლში და ცოლი დაუწყებს ჩხუბს. ქმარი დადის ოთახიდან ოთახში და ცოლიც დაზდევს უკან ყვირილით:
- ვაი შენი კუბო დავდგი აქ, შე საზიზღარო!..შენი კუბო დავდგი ამ ოთახში!...შენი კუბო დავდგი ამ ზალაში!...შენი კუბო დავდგი ამ...
- რას დაათრევ ქალო ამ კუბოს აქეთ-იქეთ, დაატიე ერთ ადგილას...
 
 
                                                                    * * * * *
ცოლი ქმარს:
- შენ მე იდიოტი გგონივარ?
- არა, მაგრამ შეიძლება ვცდებოდე.
 
 
                                                                    * * * * *
ზამთრის დაუწერელი კანონი:
ნუ ჩაყლაპავთ ენაზე დაცემულ ფიფქს...სანამ არ დარწმუნდებით, რომ ყველა ჩიტი გაფრინდა თბილ ქვეყნებში.
 
 
                                                                    * * * * *
- ოფიციანტ! რა არის ეს? ეს ქათამი ცარიელი ძვალი და ტყავია!
- აა თქვენ ბუმბულიც გნებავდათ?
 
 
                                                                    * * * * *
- გავიგე სიდედრთნ გიჩხუბია
- კი, აგრარულ საკითხებში ვერ შევთანხმდით
- ეგ როგორ?
- მას უნდა, რომ მე ვიწვე მიწაში, მე კი პირიქით მირჩევნია.
 
 
                                                                    * * * * *
მიხო როგორ ხარ?
- საზამთროსავით
- ეგ როგორ კაცო?
- როგორ და მუცელი მეზრდება და ყუნწი მიხმება.
 
 
                                                                    * * * * *
ბავშვი სკოლიდან სახლში დაბრუნდა:
– მორჩა. სკოლაში აღარ წავალ!
– რატომ?
– კითხვა მე არ ვიცი და წერა და თან ლაპარაკსაც მიშლიან
 
 
                                                                    * * * * *
უკაცრავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა?
- დიახ.
- პრეზიდენტობა მინდა!
- გიჟი ხარ?
- ეგ აუცილებელი მოთხოვნაა?
 
 
                                                                    * * * * *
-მაგ გოგოს მოეშვი, პირველად მე დავინახე. -რავა ბებიაქალი ხარ თუ…?!
 
 
                                                                    * * * * *
- მიშიკო, რა გინდა რომ გამოხვიდე?
- ექიმი.
- ყოჩაღ!.. მაგრამ, სამედიცინოზე რომ ვერ მოეწყო?
- მაშინ, შუშების მწმენდავი.
- რატომ ასეთი რადიკალური…
- ძალიან მიყვარს შიშველი ქალების ყურება.
 
 
                                                                    * * * * *
სიძე და სიდედრი ერთად თოხნიან ყანას. ჩამოიარა ბრიგადირმა:
- რაია, აგრაფინა, კასკა რომ დაგიხურავს ამ სიცხეში?
- შენს საქმეს მიხედე შენ! აპა სად ვეძებო ახლა მე ამ შუა ყანაში თოხის საწმენდი?! - შეუღრინა ბრიგადირს სიძემ.
 
 
                                                                    * * * * *
კაცი შევა მაღაზიაში პრე*ერვატივის საყიდლად და ნახავს, რომ არის მხოლოდ შავი ფერის და მიკიმაუსის ფორმის, იყიდის შავს. 12 წლის შემდეგ შვილი ეკითხება: -მამა რატომ ვარ მე შავი, შენ და დედა კი თეთრები? -მადლობა მოიხადე მიკიმაუსი რომ არ ხარ!
 
 
                                                                    * * * * *
-ძვირფასო როგორ მოგეწონა ჩემი გაკეთებული ტოლმა? - ეკითხება ჟუჟუნა ქმარს.
-ა, კიდე… ყოველთვის შენ ეძებ ჩხუბის მიზეზს. 
 
 
                                                                    * * * * *

 მიხო გრამატიკის გაკვეთილზეა.
  მასწავლებელი: შენ იბან, მეც ვიბან, ისიც იბანს, რა დროა?
  მიხო: ახალი წელი
 
                                                                    * * * * *
  მარო ეკითხება მიხოს
- მიხო ვნება რა არის?
- ვნება არის როცა მაგალითად შენ სახლში არა ხარ, შაქროს ცოლთან გადავალ და გავ**მავ.
- ესეიგი შენ რო სახლში არ იქნები მეც შემიძლია გადავიდე შაქროსთან და...
- ჰა ეხლა ქალო, შენ ვნებასა და ბოზობას ერთმანეთში ნუ ურევ!!!


                                                                       * * * * *

ფრანგი,ამერიკელი და რუსი  უკაცრიელ კუნძულზე მოხვდნენ.
იპოვეს ჯინი რომელიც თითოეულს ორი სურვილის ასრულებას დაჰპირდა:
ფრანგი: მაგარი ქალი და სახლში დამაბრუნე
ამერიკელი: მილიონი დოლარი და სახლში დამაბრუნე
რუსი: სამი ყუთი არაყი და ის ორი უკან დააბრუნე
* * * * *

- ძალიან დიდი მადლობა, ექიმო, რომ მომარჩინეთ, სამწუხაროდ, ახლა ვერ გადაგიხდით, მაგრამ აუცილებლად მოგიხსენიებთ ჩემს ანდერძში.
- ძალიან კარგი, მომეცით რეცეპტი, რომელიც წეღან გამოგიწერეთ, რაღაც შესწორება უნდა შევიტანო...
* * * * *

ჩემი ცოლი ზოოპარკში აღარ მომყვება.
- რატომ?
- ბოლოს რომ ვიყავით მაიმუნებმა თხილი გადმოუყარეს...
* * * * *

 მაგრად დაღლილი და დატანჯული ქმარი სახლში გვიან საღამო დაბრუნდა  და ცოლს ეცა:
- მშობელთა კრებაზე, რომ გამიშვი არ უნდა გეთქვა ბავშვი რომელ სკოლაში სწავლობს?!
* * * * *

მთვრალი კაცი სახლში  გვიან ღამით, ჯინსის უკანა ჯიბეში არყის ბოთლით, დაბრუნდა. კიბეზე ასვლისას წაიქცა, ბოთლი გაუტყდა და უკანალი გაიჭრა. აიღო ლეიკოპლასტირი, მივიდა სარკესთან და ჭრილობებზე დაიკრა. დილით ცოლი აღვიძებს:
- არ გეკითხები სად ეგდე, არ გეკითხები ვისთან ეგდე, არ გეკითხები რა ჩაჩეცხლე, არც იმას გეკითხები საწოლი რატომ არის სისხლით მოსვრილი, მარტო ის მითხარი, სარკეს რატომ აკვრია ლეიკოპლასტირები?
* * * * *

პილოტს საქმე აწყობილი აქვს  — მიფრინდება აეროპორტში და იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
აწყობილი აქვს მატარებლის მემანქანეს საქმე — მივა ვაგზალში, იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
არც მეზღვაურ უნდა უჩიოდეს ბედს — მიცურდება პორტში და იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
მარტო გოგონას ვერა აქვს საქმე აწყობილი, ის ხან პორტში უნდა იყოს, ხან აეროპორტში და ხანაც ვაგზალზე.
* * * * *

მაღაზიაში:
- კილკის კონსერვი მომეცით.
- სადაური? პორტუგალიური, ლიტვური თუ ფრანგული?
- სულ ერთია, კი არ უნდა ველაპარაკო.
* * * * *

ნარკომანი კაიფშია და უნდა დედას ასიამოვნოს:
- დედიკო, მე როდის დავიბადე?
- რა მოგივიდა შვილო, დაბადების დღეც აღარ გახსოვს?
- არა, დე, ეგ კი არა, რომელი საათი იყო, დედიკუნა?
- ღამის სამი საათი იყო.
- აუ! გაგაღვიძე ხო, დედი?
* * * * *

დედა ეუბნება შვილს:
- შვილო,  მეზობლის ბავშვს თავში აგურს ნუ ურტყავ, თორემ გაოფლიანდები და გაცივდები.
* * * * *


მთვრალი მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობს. მგზავრებმა სიცილი დააყარეს:
- იცინეთ, იცინეთ... ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს, მე ამ ავტობუსის მძღოლი ვარ...
* * * * *

მაგრად დასახიჩრებული კაცი ექიმთან მივა.
- რა მოგივიდა?- ეკითხება ექიმი.
- ცხენიდან გადმოვარდი.
- კი მაგრამ, ასე ძალიან როგორ დაიმტვერი?
- ცხენიდან რომ გადმოვარდი, მერე ირემი დამეჯახა, მერე ლომი და ბოლოს რაკეტა...
- მეკაიფები?
- არა, კარუსელზე ვიჯექი?
* * * * *

ექიმი-ექსპერტი პრაქტიკანტს ჰკარნახობს:
- დაწერეთ: ,,თავის ქალის ტრამვა..."
- იქნებ ტვინიც დაზიანებულია?
- სადა აქვს ტვინი?! ცოლის დაბადების დღეზე საყვარელთან ერთად მივიდა!
* * * * *

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისული კომისიის წევრები ხედავენ, რომ გიჟები ნივთებს ფანჯრებიდან ისვრიან.
- რას აკეთებთ? – კითხულობს კომისიის ერთ–ერთი წევრი.
- თვითმფრინავებს ვუშვებთ.
- ექიმი სად არის?
- პირველი რეისით გავაფრინეთ
* * * * *

კენტავრი გზის გასაყარზე დგას და კითხულობს:
"მარჯვნივ წახვალ ცხენს დაკარგავ, მარცხნივ წახვალ - თავს".
* * * * *

მამიკო, მე და ჩემმა 7 თანაკლასელმა ძლივს გადავიყვანეთ მოხუცი ქალი ქუჩაზე.
- ამდენად მოხუცებული იყო?
- არა, არ მოგვყვებოდა, ამბობდა აქეთ ვცხოვრობო...
* * * * *


ერთი მეგობარი დილით ადრე ურეკავს მეორეს:
– ბიჭო, გუშინ ლუდი დავლიეთ?
– დავლიეთ.
– არაყიც დავლიეთ?
– დავლიეთ.
– არაყის მერე რა დავლიეთ, გახსოვს?
– რაკეტის საწვავი.
– საპირფარეშოში იყავი?
– არა?!
– არც შეხვიდე, ტოკიოდან გირეკავ, ტოკიოდან!!!
* * * * *

მეთევზე მაღაზიაში შედის:
- მეგობარო, აი ის დიდი თევზი მესროლე!
გამყიდველი:
- ხელში მოგართმევთ ბატონო.
- არა, არა, მესროლე! უნდა დამეფიცებოდეს, რომ დავიჭირე


ორი მონადირე საუბრობს:
- ისეთი ჭკვიანი ძაღლი მყავს პურზე ვაგზავნი ხოლმე. შენი რას შვრება?
- ჩემი თვითონ აცხობს.
* * * * *

ბავშვი ეკითხება მამას:
- მამა, კავკასიონი სად არის?
- დედაშენს ჰკითხე, მაგისას ხომ ვერაფერს გაიგებ სად რას ინახავს
* * * * *

- ვერ მეტყვით, ვინ არის ეს საფრთხობელა?
- ჩემი ცოლია.
- ოჰ, უკაცრავად, ნამდვილი დეგენერატი ვარ.
- ეჰ, დეგენერატი შენ კი არა, მე ვარ!...

* * * * *

ნარკომანმა სარკეში ჩაიხედა.
_ ვაა, მე ვარ, ბიჭო!
მერე მეორედ ჩაიხედა:
_ ეეე, ისევ მე ვარ, ბიჭო!
კარზე კაკუნია.
_ ვინ ხარ? _ ეკითხება ნარკომანი.
_ მე! _ ესმის პასუხი.
ვაა, გარეთაც მე ვარ, ბიჭო!
* * * * *

ანალიზის პასუხი ლაბორატორიიდან: "ქილა ვერ გავხსენით"...

* * * * *

ექიმო ჭიები მყავს
მერე მე რომელი კოდალა მნახე...

* * * * *

მეგრელმა რაჭველი წაიყვანა დათვზე სანადიროდ და თან გააფრთხილა:
 — სანამ მე არ გეტყვი დათვს არ ესროლო.
მიადგნენ ბუნაგს. დათვი გამოუდგათ. გაიქცა მეგრელი. გაჰყვა რაჭველი. მირბიან, მისდევს დათვი. რაჭველმა იფიქრა: თოფი ხელში მიჭირავს და რას გაურბივარ ამ დათვსო. შემოტრიალდა, ესროლა და მოკლა. მეგრელი გაუწყრა:
— ხომ გითხარი, სანამ არ გეტყვი არ ესროლო. ახლა ადექი და შენ ათრიე ეგ დათვი. ისე კი, სახლთან, რომ მივირბენდით იქ მოვკლავდით.
* * * * *

კომენტარები:  

12/06/2011 00:52:58 | marina tsfaniashvili (სტუმარი)
gaixaret amdeni ro macinet warmatebebi amin

6 0

22/10/2012 13:17:21 | lamazuka (სტუმარი)
ქმარი ურეკავს ცოლს:
– მაკიაჟი გაკეთებული გაქვს?
– არა.
– მაშინ გამოდი გარეთ, მგონი გაძარცვას მიპირებენ.

1 0

22/10/2012 13:18:51 | lamazuka (სტუმარი)
რავაა საქმე ქუთაისში?
- რავარც შოტლანდიაში, სიმონ.
- ეგ რაფერ?
- რაფერ და, ნახევარს კაბა აცვია, მარა რად გინდა, ლოგინში არავინ გიწვება...

0 1

22/10/2012 13:18:56 | lamazuka (სტუმარი)
რავაა საქმე ქუთაისში?
- რავარც შოტლანდიაში, სიმონ.
- ეგ რაფერ?
- რაფერ და, ნახევარს კაბა აცვია, მარა რად გინდა, ლოგინში არავინ გიწვება...

0 0

22/10/2012 13:18:58 | lamazuka (სტუმარი)
რავაა საქმე ქუთაისში?
- რავარც შოტლანდიაში, სიმონ.
- ეგ რაფერ?
- რაფერ და, ნახევარს კაბა აცვია, მარა რად გინდა, ლოგინში არავინ გიწვება...

0 0

22/10/2012 13:19:06 | lamazuka (სტუმარი)
რავაა საქმე ქუთაისში?
- რავარც შოტლანდიაში, სიმონ.
- ეგ რაფერ?
- რაფერ და, ნახევარს კაბა აცვია, მარა რად გინდა, ლოგინში არავინ გიწვება...

0 0

22/10/2012 13:19:15 | lamazuka (სტუმარი)
რავაა საქმე ქუთაისში?
- რავარც შოტლანდიაში, სიმონ.
- ეგ რაფერ?
- რაფერ და, ნახევარს კაბა აცვია, მარა რად გინდა, ლოგინში არავინ გიწვება...

0 2

22/10/2012 13:19:35 | lamazuka (სტუმარი)
რავაა საქმე ქუთაისში?
- რავარც შოტლანდიაში, სიმონ.
- ეგ რაფერ?
- რაფერ და, ნახევარს კაბა აცვია, მარა რად გინდა, ლოგინში არავინ გიწვება...

0 2

22/10/2012 13:20:18 | lamazuka (სტუმარი)
ჩემი სიყვარული ხარ, ჩემი ანგელოზი ხარ, ჩემი ოქრო ხარ და ჩემი ღვთაება ხარ...
- ოცნება არ ვარ შენი?
- კი ხარ, მაგრამ ხომ იცი, სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ და მაგას ვერ გეტყვი

0 0

22/10/2012 13:20:20 | lamazuka (სტუმარი)
ჩემი სიყვარული ხარ, ჩემი ანგელოზი ხარ, ჩემი ოქრო ხარ და ჩემი ღვთაება ხარ...
- ოცნება არ ვარ შენი?
- კი ხარ, მაგრამ ხომ იცი, სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ და მაგას ვერ გეტყვი

0 0
თქვენი კომენტარი:  
*თქვენი სახელი:
 E-mail:
*კომენტარი:
 დამატება

რედაქცია გთხოვთ, იყოთ მაქსიმალურად ეთიკურები მოსაუბრესთან და არ გამოიყენოთ უცენზურო გამონათქვამები.

პატივისცემით:
პორტალ NewsGe.co.il - ის რედაქცია

მთავარი  |  ინფორმაცია  |  ავტოგრაფი  |  გართობა  |  რჩევა  |  ილუზიონი  |  რეკლამა  |  კონტაქტი  |  მოხმარების წესები  |  ჩვენ შესახებ  |  RSS  |  რეგისტრაცია
Copyright 2010© http://www.newsge.co.il all rights reserved
Created by FREE BRUSH.NET